top of page

ფონდი ლეგოს საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. ყველა პროგრამის აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა შეძენელია ლეგო-ს ოფიციალური წარმომადგენლისგან საქართველოში და ინსტრუქტორები ლეგო-ს მიერ შემუშვებულ და აპრობირებულ სასწავლო გეგმების მიხედვით ატარებენ გაკვეთილებს. ამ ეტაპზე, სამ საგანმანათლებლო პროგრამას ვთავაზობთ:

1. სახალისო მათემატიკა (MoretoMath) - პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეების მათემატიკური და ლოგიკური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროგრამა 5-7 წლის მოსწავლეებზეა გათვლილი (პროგრამის ხანგრძლივობა არის  4 თვე, კვირაში 2, 45-წუთიანი გაკვეთილი).

2. შექმენი შენი ისტორია (StoryStarter) - პროგრამის მიზანია შემოქმედებითი და ვერბალური უნარ-ჩვევების განვითარება. პროგრამა 5-8 წლის მოსწავლეებზეა გათვლილი (პროგრამის ხანგრძლივობა არის  6 თვე, კვირაში 2, 45-წუთიანი გაკვეთილი).

3. მანქანები და მექანიზმები (Machines and Mechanics) - პროგრამა 8+ მოსწავლეებზეა გათვლილი და მიზნად ისახავს პრაქტიკული ამოცანების მეშვეობით მოსწავლეებისთვის მექანიკისა და მანქანების მუშაობის საფუძვლების შესწავლას. პროგრამა 6 თვიანია, კვირაში 2, 45-წუთიანი გაკვეთილი.

განათლება

bottom of page