

კვლევა
"კვლევისა და განვითარების ფონდის" კვლევითი საქმიანობის მთავარი მიზანი არის როგროც ეროვნულ, ისე რეგიონულ ფდონეზე ხელი შეუწყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას. შესაბამისად, ფუნდამენტურ კვლევებთან ერთად, ფონდის მიზანია გამოყენებითი კვლევებისა და პოლიტიკის ანალიზის განხორციელება.
ფონდი ეთიკური სტანდარტების დაცვით მუშაობს, და მისი ამომავალი წერტილია სანდო, მიუკერძოებელი და ხარისხიანი კვლევითი პროდუქტის შექმნა.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
1. თვისებრივი/რაოდენობრივი და პოლიტიკის კვლევის დიზანი
2. კვლევითი ინსტრუმენტების შემუშავება
3. საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით
4. მონაცემთა ბაზები/თვისებრივი კვლევის დოკუმენტაცია (ტრანსკრიპტები, ვიზუალური მონაცემები)
5. თვისებრივი/რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი
6. კვლევის ანგარიში, პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტი (ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე)
თვისებრივი კვლევა
მიუხედავად იმის, რომ თვისებრივი მეთოდებით მიღებული შედეგების სტატისტიკური განზოგადება როგორც წესი,ა რ ხდება, თვისებრივი კვლევის მეთოდები უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვების საშუალებას გვაძლევს, რაც, ხშირად, შეუძლებელია რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით.
კვლევის დიზაინიდან გამომდინარე, ფონდი შემდეგ თვისებრივ მეთოდებს იყენებს:
1. სიღრმისეული ინტერვიუ
2. ფოკუს ჯგუფი
3. სიღრმისეული ინტერვიუ ფოტოების გამოყენებით
4. ბიოგრაფიული ინტერვიუ
5. ცხოვრების ისტორია

რაოდენობრივი კვლევა
რაოდენობრივი კვლევა საშუალებას მოცემულ დროის მონაკვეტში გავზომოთ სამიზნე ჯგუფის დამოკიდებულებები, აზრი თუ მოლოდინები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. კვლევითი მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ გთავაზობთ შემდეგი რაოდნობრივი კვლევის განხორციელებას გამოკითხვის შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
1. პირისპირ ინტერვიუ
2. ონლაინ გამოკითხვა
პოლიტიკის ანალიზი
პოლიტიკის ანალიზის კვლევა ტარდება როგროც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით და მიზნად ისახავს როგორც უკვე არსებული პოლიტიკის და მისი განხორციელების ანალიზსს, ასევე პოლიტიკის დოკუმენტების სამუშაო ვერსიების ზეგავლენის ანალიზს მათი ძალაში შესვლის შემთხვევაში.
ჩვენ პოლიტიკის ანალიზის ორი ტიპის კვლევას ვახორციელებთ:
1. პოლიტიკის მოკლე ანალიზი (policy brief)
2. საჯარო პოლიტიკის ანალიზი (public policy analysis)

